ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეთ-იადეგარის ბიოგაფია

ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია საქართველოში

მთავარი / ჩვენ შესახებ

ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეთ-იადეგარის ბიოგაფია
ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია საქართველოში




ქორეპისკოპოსი
ბენიამინ ბეთ-იადეგარი


ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეთ-იადეგარი დაიბადა ქალაქ ურმიაში (ირანი) 1963 წლის 16 დეკემბერს. 1982 წელს თეირანში ქალდეურ სასულიერო სემინარიაში შევიდა.


1986 წელს ირანსა და ერაყს შორის გაჩაღებული სამხედრო კონფლიქტის გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. სწავლა განაგრძო რომში (Pontificia Università Urbaniana). 1994 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, დეტროიტში წმ. მოციქულ თომას სახელობის ქალდეური კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსის, მარ ავრაამ ავრაამის მიერ.


1995 წლის მაისში ჩამოვიდა საქართველოში, ადგილობრივი ასირიელების და ქალდეველების წერილობითი თხოვნის საფუძველზე, და იმავე წელს დაარსა ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია, რომლის მოძღვარიც არის დღემდე.


2004 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიწყო წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს სახელობის ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა, რომლის კურთხევაც შედგა 2009 წლის 17 ოქტომბერს.


2009 წლის 18 ოქტომბერს მამა ბენიამინ ბეთ-იადეგარი ხელდასხმულ იქნა ქორეპისკოპოსად მისი უწმინდესობის, ბაბილონის ქალდეველთა პატრიარქის, მარ ამანუელ III დელის მიერ.