სამედიცინო დახმარება

ჰუმანიტარული საქმიანობა

მთავარი / პროექტები

სამედიცინო დახმარება
ჰუმანიტარული საქმიანობა




გარდა ჰუმანიტარული პროექტებისა, ეკლესია შეძლებისდაგვარად სამედიცინო პროექტებსაც ახორციელებს. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტების ნაკლებობა და სიძვირე იყო, ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია საქართველოში ღებულობდა მედიკამენტებს აშშ-ის ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიების მრევლისგან.

ადგილზე ექიმების უშუალო მონაწილეობით შესაბამისი მედიკამენტები ურიგდებოდათ პაციენტებს. პრეპარატების ნაწილი ასევე მიეწოდებოდათ საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს კარიტასთან" არსებულ ჰუმანიტარულ პოლიკლინიკას და საქართველოში კამელიელთა ორდენის პოლიამბულატორიას "Redemptor Hominis".

დღესდღეობით სამედიცინო სფეროში მოსახლეობის გარკვეული ფენებისთვის არსებობს შეღავათები და მაინც, როდესაც ჩვენ მოგვმართავენ მედიკამენტების შეძენის (ექიმის რეცეპტით), გამოკვლევის ჩატარების ან მკურნალობის კურსის გავლის თხოვნით, ჩვენ, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მათი თხოვნა, ხოლო ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, ეკლესია (შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის და საეკლესიო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე) აწარმოებს პაციენტის ოპერაციის საერთო ღირებულების გარკვეული ნაწილის გადარიცხვას სამედიცინო დაწესებულების ბუღალტერიაში.

განსაკუთრებით გაჭირვებულ მარტოხელა პენსიონერებს და ინვალიდებს ყოველთვიურად ეძლეოდათ გარკვეული ფინანსური დახმარება, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც პენსია შეადგენდა 7 ლარს და მასზე არამც თუ წამლის, საკმარისი რაოდენობით პურის ყიდვაც შეუძლებელი იყო.

სამედიცინო დახმარება, ისევე როგორც ჰუმანიტარული, ვრცელდება ყველა გაჭირვებულ ასირიელზე, მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა.