მისიის მიზნები და ამოცანები

ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია საქართველოში

მთავარი / ჩვენ შესახებ

მისიის მიზნები და ამოცანები
ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია საქართველოში




საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისიის თავდაპირველი ამოცანა იყო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სწავლების განმარტება და გავრცელება, მაგრამ რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საეკლესიო საბჭოსთან ერთად მისიამ მიიღო გადაწყვეტილება სულიერ საქმიანობასთან ერთად განეხორციელებინა ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო პროექტები. ჩვენ დღესაც ვმუშაობთ საკრებულოს განვითარებისთვის და ინტეგრაციისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ამ სამი მიმართულებით, ახლა უკვე წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, რომლის კურთხევაც შედგა 2009 წლის 17 ოქტომბერს.