თანამედროვე არამეული ენა დამწყებთათვის

წიგნების გამომცემლობა

მთავარი / გამომცემლობა

თანამედროვე არამეული ენა დამწყებთათვის
გამომცემლობა: education


ავტორი:
ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეთ-იადეგარი

ენა: ინგლისური

თბილისი 2018

2007 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა სახელმძღვანელოზე "თანამედროვე არამეული ენა დამწყებთათვის". ეს სახელმძღვანელო შექმნილია ზრდასრული აუდიტორიისთვის და განკუთვნილია ყველასთვის, ვინც იწყებს თანამედროვე არამეული ენის შესწავლას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც პედაგოგთან მუშაობისას, ასევე დამოუკიდებელი მეცადინეობისთვისაც.

სახელმძღვანელო საკმაოდ ინფორმატიულია და შეიცავს:

1 ძირითად მონაცემებს თანამედროვე არამეული ენის ფონეტიკის და მორფოლოგიის შესახებ. თეორიული მასალა წიგნში შემცირებულია: მოცემულია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ენის სტრუქტურის გააზრება.

2 სახელმძღვანელო შედგება 35 გაკვეთილისგან. პირველი ცხრა გვაცნობს ანბანს და ნიშნებს.

3 ყოველი მომდევნო გაკვეთილი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას მეტყველების ნაწილების შესახებ ისეთი თანმიმდევრობით, რომ ადვილად და სწრაფად შეძლოთ წინადადების შედგენა, ასევე შეიცავს ზმნის ცხრილებს და სავარჯიშოებს.

4 სახელმძღვანელოში შედის მოკლე ტექსტური მოთხრობები, ბიბლიური იგავები, ლექსები, ადაპტირებული ტექსტები ზეპირი და წერილობითი გადმოცემისთვის.

5 სახელმძღვანელოში შედის დიალოგები, რომლებიც ასრულებენ ნიმუშის ფუნქციას ანალოგიური კონსტრუქციების შედგენისას, აგრეთვე სამეტყველო ეტიკეტის ფორმები, განკუთვნილი სწორი მეტყველებისთვის. ზოგადად, სახელმძღვანელოს მასალა აცნობს მოსწავლეებს ერის კულტურასა და ისტორიას.

6 ხელს უწყოს მასალის აღქმას ილუსტრაციები, რომლებიც თითოეულ გაკვეთილშია წარმოდგენილი.

7 სახელმძღვანელოს ბოლოს მოცემულია ზმნის ოთხივე ჯგუფის ცხრილები.

8 სახელმძღვანელო ასევე შეიცავს არამეულ-ინგლისურ ლექსიკონს, რომელიც შედგება სახელმძღვანელოში გამოყენებული სიტყვებისაგან. ის საკმაოდ პრაქტიკულია, სიტყვის შესახებ მიღებული ინფორმაციის გარდა, მოცემულია დამატებით ცნობა, ასე, მაგალითად, არსებითი და ზედსართავი სახელების მრავლობითი რიცხვი და ზმნის ფუძე. რიგ შემთხვევებში, მოცემულია სიტყვა ყველა მნიშვნელობით. ზოგადად, ლექსიკონი შეიცავს დაახლოებით 3,400 სიტყვას, რომლებიც განლაგებულია ანბანური თანმიმდევრობით.

9 სახელმძღვანელოს დიდი უპირატესობა CD-ის არსებობაა, რომელიც უზრუნველყოფს სწორი გამოთქმის გამომუშავებას და ენის მელოდიკის, ინტონაციის ათვისებას. სწორედ ამიტომ სახელმძღვანელოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ გამოიყენება ტრანსლიტერაცია.

სახელმძღვანელოს "თანამედროვე არამეული ენა დამწყებთათვის" რუსული ვერსია გამოიცა თბილისში, 2015 წელს, ხოლო 2018 წელს გამოვიდა სახელმძღვანელოს ინგლისური ვერსია.

 

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ვებ-გვერდზე: amazon.com

სკრინშოტები

გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -