ბიბლია “ფშიტა”

წიგნების გამომცემლობა

მთავარი / გამომცემლობა

ბიბლია “ფშიტა”
გამომცემლობა: religion


ენა: ძველი არამეული

მინსკი 2009

"ფშიტა" არის ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ძველ არამეულ ენაზე.
"ფშიტას" ძველი აღთქმის წიგნები ითვლება სირიულ-არამეული ლიტერატურის ყველაზე ადრეულ ნიმუშად და მიეკუთვნება, სავარაუდოთ, ჩვ. წელთაღრიცხვით II საუკუნეს. განსხვავებით პირველი ეკლესიების უმრავლესობისა, რომლებიც ძველი აღთქმის თარგმნისას ხელმძღვანელობდნენ სეპტუაგინტათი (ძველი აღთქმის უძველესი ბერძნული თარგმანი, შესრულებული ჩვ. წელთაღრიცხვამდე III-II საუკუნეებში ალექსანდრიაში) სირიულ-არამეული ეკლესიები პირდაპირ ებრაული ენიდან თარგმნილ "ფშიტას" იყენებდნენ. ახალი აღთქმის წიგნები თარგმნილი იყო ჩვ. წელთაღრიცხვის V საუკუნის დასაწყისში და სავარაუდოდ დამუშავებული იყო ედესის ეპისკოპოსის რაბულას მიერ. ეს თარგმანი არსებობდა მანამდე, სანამ 431 წ. მოხვდა განხეთქილება აღმოსავლეთის ეკლესიაში. "ფშიტა" მიღებულია როგორც აღმოსავლური (ნესტორიანული), ასევე დასავლური (იაკობიტური) განშტოებების მიერ, შესაბამისად მას გარკვეული სტატუსი ჰქონდა ჯერ კიდევ ეკლესიის გაყოფამდე.
2010 წელს გამოვიდა "ფშიტას" ახალი გამოცემა განახლებული შრიფტით. მუშაობა სამ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, წიგნი დაბეჭდილია მინსკში.

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ ვებ-გვერდზე: amazon.com

სკრინშოტები

გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -