წიგნების გამომცემლობა

ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში

წიგნების გამომცემლობა: შესავალი

საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მოღვაწეობა ძალზედ მრავაწახნაგოვანია, იგი ვითარდება სხვადასხვა სფეროში და მოიცავს მრევლის სულიერ და სოციალურ ცხოვრების მრავალ ასპექტს. ეკლესიის სულიერ და საგანმანათლებლო საქმიანობაში ერთ-ერთი ასეთი მიმართულება წიგნების გამოცემაა, რაც განპირობებული იყო, ერთის მხრივ, რუსულ და ქართულ ენებზე შესაბამისი სულიერი და საერო ლიტერატურის არარსებობით და, მეორეს მხრივ, ჩვენი ხალხის სულიერ საგანძურში მოკრძალებული წვლილის შეტანის სურვილით.

წიგნების რედაქტირების და გამოცემისთვის მომზადების ინიციატორი, უშუალო ხელმძღვანელი და აქტიური მონაწილე გახლავთ თვით ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეთ-იადეგარი. სწორედ ქორეპისკოპოს ბენიამინის ღრმა ცოდნის, თავდაუზოგავი შრომის, მშობლიური ენის, კულტურის და ჩვენი ერის უძველესი ტრადიციების უსაზღვრო სიყვარულის წყალობით ამ წლებში ეკლესიის მიერ გამოცემულმა წიგნებმა იხილეს დღის შუქი.
ასევე, მისი და მის მიერ მისიის დაარსების პირველივე დღიდანვე შექმნილი მშობლიური ენის შემსწავლელი კურსების დამსახურებაა, რომ საქართველოში მცხოვრები ასირიელების არაერთი თაობა ეზიარა მშობლიურ ენას და დამწერლობას.

საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა ამ სფეროში. სხვადასხვა წლებში გამოიცა შემდეგი წიგნები.

წიგნების გამომცემლობა