მარ აფრემი
(წმინდა ეფრემ ასური)

დღესასწაულები და ხსოვნის დღეები

მთავარი / დღესასწაულები და ხსოვნის დღეები

მარ აფრემი
(წმინდა ეფრემ ასური)
CHURCH FEASTS AND MEMORIAL DAYS / article



მარ აფრემი (წმინდა ეფრემ ასური) ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს აღმოსავლეთის მამად არის აღიარებული, მას სინანულის მასწავლებელს უწოდებენ. ეკლესიის ეს მოკაშკაშე ვარსკვლავი აღმოსავლეთში, შორეულ ნისბინში, მესოპოტამიაში, მოევლინა ქვეყანას დაახლოებით 306 წელს.

მისი ბიოგრაფიის თანახმად, მარ აფრემი იყო ვაჟი ღვთისმოსავი მშობლებისაგან, თუმცა სხვა წყაროს მიხედვით იგი წარმართული ოჯახიდან იყო. მცირე ასაკში, მარ აფრემი გახდა განდეგილი. განდეგილთა შორის გამოირჩეოდა ნისიბიას ცნობილი ასკეტი ეპისკოპოსი მარ იაკობი (ეპისკოპოსი წმ. იაკობი). მარ აფრემი გახდა მისი მოწაფე. მარ იაკობმა კარგად იცოდა თავისი მოწაფის მაღალი ღირსებების შესახებ და იყენებდა მათ ეკლესიის სასიკეთოდ-ავალებდა ქადაგების კითხვას, წაიყვანე თავისი მცოდნე მოწაფე ნიკეის მსოფლიო კრებაზე. მარ აფრემი გარდაცვალებამდე მარ იაკობის მორჩილებაში იყო.

363 წელს სპარსელთა მიერ ნისიბინის დაპყრობის შემდეგ, მარ აფრემმა დატოვა უდაბნო და დასახლდა მონასტერში, ქალაქ ედესას მახლობლად. ედესა, ისევე როგორც ნისიბია, განთქმული იყო თავისი დიდი მოღვაწეებით, რომელთა მთავარი საქმიანობა ლოცვა, ფსალმუნთგალობა და ღმრთის დიდებისმეტყველება იყო. მათ გამოქვაბულთა გარდა სხვა თავშესაფარი არ გააჩნდათ და უბრალო საჭმელსაც კი არ ჭამდნენ, მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდნენ. ასეთ ადამიანებთან მარ აფრემის უდაბნოსმოყვარე სულს მალე დაახლოება შეეძლო.

მარ აფრემი მუდმივად სწავლობდა ღვთის სიტყვას. უფალმა იგი სწავლის ნიჭით დააჯილდოვა. ხალხის ტალღები აწყდებოდა მის საცხოვრისს დამოძღვრის მისაღებად. მისი რჩევები განმსჭვალული იყო სიბრძნით და სათნოებით და განსაკუთრებული სიძლიერის ზეგავლენას ახტენდა ადამინთა სულებზე, რადგანაც საკუთარი თავის განსჯით და მხილებით იწყებოდა. მარ აფრემი ზეპირად და წერილობით ასწავლიდა და მოუწოდებდა ყველას მონანიებისკენ, რწმენისა და ღვთისმოსაობისკენ. წარმართები, ისმენდნენ მის ქადაგებას და ადიდებდნენ უფალს იესო ქრისტეს. მან ბევრი იმუშავა წმინდა წერილების განმარტების მხრივაც.

ძალიან ფასობს მისი თხზულებები, რომელთა რიცხვი 1000 აღწევს, რომ არ ჩავთვალოთ ლოცვები და საგალობლები, რომლებიც თავინთი გამორჩეული მისტიკური და პოეტური სილამაზით ამდიდრებენ ღვთისმსახურებას. ცნობილია მისი ლოცვები სამების, ღვთის ძის, ნეტარი ღვთისმშობლის შესახებ. მისი მონანიების ლოცვა “უფალო, და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო“ იკეთხება მორწუნეთა მიერ დიდმარვის დროს და მოუწოდებს ქრისტიანებს სულიერი განახლებისკენ.

მარ აფრემი წერდა სირიულ ენაზე, მაგრამ მისი ნამუშევრები ძალიან ადრე ითარგმნა ბერძნულად, ხოლო ბერძნულიდან ლათინურად და სხვა მრავალ ენაზე. თავად მარ აფრემის ნაწარმოებებში იგრძნობა მის მიერ არა მხოლოდ ქრისტიან მეცნიერთა ნამუშევრების, არამედ „ელენური სიბრძნის“, წარმართული მითოლოგიის და მაშინდელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საწყისების ღრმა ცოდნა. ბერმა ბოლო წლები გაატარა ედესას მახლობლად გამოქვაბულში. მარ აფრემი გარდაიცვალა 373 წელს დიაკვნის ხარისხში.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -