115 ოჯახის საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის პროექტი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

115 ოჯახის საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის პროექტი
01.11.2020 / article / #projects



მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, გაჭირვებულთა საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის 6-თვიანი (ნოემბერი—აპრილი) პროექტი წელს უფრო მასშტაბური იქნება და მოიცავს ქ. თბილისის, გარდაბნის, რუსთავის და დაბა ძველი ქანდის 115 ოჯახს. ეს შესაძლებელი გახდა დახმარების კატეგორიების მიხედვით განაწილების გამო (გამომდინარე ოჯახის წევრების რაოდენობიდან).

აღნიშნული პროექტი ნამდვილად დაეხმარება ბევრ ოჯახს გადალახონ არსებული სირთულეები, განსაკუთრებით წელს, როდესაც ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უფრო დამძიმდა პანდემიის გამო, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობის უღარიბეს და ყველაზე მოწყვლად ფენებზე, როგორიცაა პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, სტუდენტები და ა.შ.

აქვე გვსურს გულწრფელი და უსასრულო მადლობა გადავუხადოთ ამ პროექტის დონორებს, რომლებიც, მიუხედავად საკუთარი ქვეყნისა და საკრებულოს პრობლემებისა, არ წყვეტენ ჩვენზე ზრუნვას. როგორც გასულ წელს, ესენი არიან - ჩვენი უსაყვარლესი მამა მანუელ ბოჯი, წმიდა მოწამეთა ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი დეტროიტში (აშშ), ბატონი რონ ბოჯი და ქალბატონი მელოდი ბოჯი.

ჩვენ ასევე გვსურს უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ძვირფას მოხალისეებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობენ პროექტის პრაქტიკული ნაწილის განხორციელებაში, კერძოდ: პროდუქტების შეძენა, დახარისხება და ყველა ბენეფიციარისთვის სახლში მიწოდება. უღრმესი მადლობა თქვენი უსასყიდლო საქმიანობისთვის, რომელსაც თქვენ დიდი სიყვარულით ასრულებთ, თქვენ შესანიშნავი მაგალითი ხართ ახალგაზრდა თაობისთვის!



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -