კატეხიზაცია და ბიბლიური შეხვედრები

სასულიერო მოღვაწეობა

მთავარი / პროექტები

კატეხიზაცია და ბიბლიური შეხვედრები
სასულიერო მოღვაწეობა




საბჭოთა კავშირის 70-წლიანი მმართველობის პერიოდში საზოგადოება საკმაოდ მკაცრ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებოდა. ტაბუ და აკრძალვები იმ დროის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ყველა სფეროზე ვრცელდებოდა, მათ შორის რელიგიაზეც.

ასეთი რთული გამოცდილების შემდეგ, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ბიბლიური შეხვედრების ჩატარება, რელიგიური თემების განხილვა და ქრისტიანული სწავლების განმარტება, იმისათვის, რომ რელიგია არ დარჩენილიყო რიტუალების და ტრადიციების დაცვის, თვითნუგეშის ან დაშინების დონეზე, არამედ გამხდარიყო ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ქცევის კოდექსი ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყოფილიყო მიმართული გაჭირვებულთა საკეთილდღეოდ, მიუხედავად მათი რელიგიური და ეროვნული კუთვნილებისა.

მამა ბენიამინი ატარებდა ბიბლიურ შეხვედრებს თბილისსა და გარდაბანში, როგორც ახალგაზრდებისათვის, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვისაც. ბიბლიურ შეხვედრებზე ხდებოდა წმინდა წერილის განმარტება. თანდათანობით ფართოვდებოდა ადამიანთა მსოფლმხედველობა, იცვლებოდა რელიგიის აღთქმა, ცნობიერებაში ინგრეოდა ძველი სტერეოტიპები, რომლებიც დაფუძნებული იყო ხშირად არა ღმერთის უსაზღვრო სიყვარულზე, არამედ მის წინაშე შიშზე.

ბიბლიური შეხვედრების პარალელურად მამა ბენიამინი ამზადებდა კატეხისტებს, რომლებიც თბილისში და გარდაბანში ატარებდნენ რელიგიური აღზრდის გაკვეთილებს, ამზადებდნენ ბავშვებს პირველი ზიარებისთვის, უხსნიდნენ მათ წმინდა წერილს და აცნობდნენ რელიგიის ისტორიას. საქართველოში მისიის მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში 200-ზე მეტმა ბავშვმა მიიღი პირველი ზიარება.