ჩვენ და საქართველოს კარიტასი

სასულიერო მოღვაწეობა

მთავარი / პროექტები

ჩვენ და საქართველოს კარიტასი
სასულიერო მოღვაწეობა




საქართველოს კარიტასის ისტორია.

საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასი” (Caritas Georgia) ოფიციალურად დაარსდა კათოლიკური ეკლესიის მიერ 1994 წლის 3 ნოემბერს. მიუხედავად ამისა, მისი მოხალისეობრივი საქმიანობა დაიწყო კიდევ 1993 წელს. 1998 წელს Caritas Georgia გახდა Caritas Internationalis და Caritas Europa კონფედერაციის საერთაშორისო ქსელის წევრი. Caritas Georgia დღიდან დაარსებისა ემსახურება საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას. ქრისტიანული სწავლებით შთაგონებული, კარიტასი ყოველთვის მიზნად ისახავს ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც თითოეული ადამიანის ღირსებას და მის ძირითად უფლებებს დაიცავს, რათა მშვიდობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, გულისხმიერება ზეომობდეს ქვეყანაში და საზოგადოებრივი ინტერესები პირადზე პრევალირებდნენ.

განვლილი წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, კარიტასი ორიენტირებულია ადამიანის და სოციალური სამართლიანობის განვითარებაზე, სოციალურად დაუცველ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე ზრუნვით და ნუგეშით, მათი თვითშეფასების ამაღლებით და ღირსების პატივისცემით.

დღიდან დაარსებისა კარიტასმა საქართველოში ბევრი პროექტი განახორციელა, რათა დახმარებოდა დაუცველ მოსახლეობას, მათ, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ესენია: მარტოხელა, უმწეო მოხუცები, უსახლკარო, მშობლის ზრუნვას მოკლებული ბავშვები, ავადმყოფები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ყველა ის, ვინც სოციალურად დაუცველია, მიუხედავად ეროვნული და რელიგიური კუთვნილებისა.

ამ მიზნის მიღწევის სურვილი განსაკუთრებით მკაფიოდ არის გამოხატული კარიტასის მიერ განხორციელებულ პროექტებში, კერძოდ:

ახალგაზრდობის დაცვა და განვითარება;

ჯანდაცვა;

სოციალური ზრუნვა;

საზოგადოების და პიროვნების განვითარება;

საქართველოს კათოლიკურ საკრებულოებში სოციალური მომსახურეობის ორგანიზაცია და გაძლიერება (სოციალურ-პასტორალური პროგრამა (PSM)).

ეს პროექტი (PSM) მიზნად ისახავს ქრისტიანული პრინციპებით შთაგონებულ მოხალისეობის განვითარებას, აგრეთვე მოხალისეთა მობილიზაციას სამივე წესის (ლათინური, სომხური, ქალდეური) კათოლიკურ საკრებულოებში. ამ პროექტის შედეგია სოციალური პირობების გაუმჯობესება საქართველოს კათოლიკურ საკრებულოებში და აგრეთვე კათოლიკური სოციალური სწავლების მხარდაჭერა.

პროექტის ძირითად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს:

კათოლიკურ სოციალურ სწავლებაზე (CST) დაყრდნობით ქცევის ახალი მოდელის დამკვიდრება საკრებულოებში, შესაბამისად საზოგადოებრივ პასუხისმგებლობისადმი დამოკიდებულების შეცვლის უზრუნველყოფა;

ადგილობრივი საკრებულოების პოტენციალის ზრდა ერთობლივად მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით;

საკრებულოებში სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესში წვლილის შეტანა სამრევლო ჯგუფების მხარდაჭერის გზით (PSM) პროექტის განვითარებისა და მართვის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.