ზოგადი ინფორმაცია

ჰუმანიტარული საქმიანობა

მთავარი / პროექტები

ზოგადი ინფორმაცია
ჰუმანიტარული საქმიანობა




რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა იმყოფებოდა 1990-იან წლებში, განაპირობა ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისიის ჰუმანიტარული საქმიანობის დაწყება. 24 წლის განმავლობაში განხორციელდა მთელი რიგი პროექტებისა, როგორც თბილისში, რუსთავში და გარდაბანში ასევე სოფელ ძველ ქანდაში.

ჰუმანიტარული პროექტები ითვალწინებდნენ გაჭირვებულთა (მიუხედავად მათი აღმსარებლობისა) უზრუნველყოფას სურსათით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.

2004 წელს ასირიულ-ქალდეურმა კათოლიკურმა მისიამ საქართველოში მიიღი კალიფორნიიდან წმ. პეტრეს ეპარქიის სამრევლოებიდან კონტეინერი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და ჰიგიენური საშუალებებით.

ადგილობრივი მოხალისეების მიერ უდიდესი სამუშაო იყო გაწეული. გამოიყო კატეგორიები, რომელთა მიხედვითაც ნაწილდებოდა დახმარება. ამა თუ იმ რაიონის წარმომადგენლები ადგენდნენ სიებს და გადასცემდნენ მოხალისეეს, შემდგომ მოხალისეები მიდიოდნენ გაჭირვებულთა ოჯახებში, აფიქსირებდნენ ბენეფიციართა რაოდენობას, რომლებსაც შემდგომში მიეწოდებოდათ დახმარება.

ამ ფართომაშტაბიანი სამუშაოს შედეგად დახმარება მიეწოდა თბილისის, რუსთავის, გარდაბნის და სოფელ ძველი ქანდის გაჭირვებულ ასირიელებს (სულ 395 ოჯახს - 1.258 სულს).