მარტოხელა პენსიონერების და ინვალიდების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროექტი

ჰუმანიტარული საქმიანობა

მთავარი / პროექტები

მარტოხელა პენსიონერების და ინვალიდების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროექტი
ჰუმანიტარული საქმიანობა




მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენის დასახმარებლად შეიქმნა და აი უკვე 18 წლის განმავლობაში ფუნქციონირებს ქ.თბილისის, რუსთავის, გარდაბნის მარტოხელა პენსიონერების და ინვალიდების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროექტი. პროექტი ხორციელდება ყოველწლიურად ნოემბრიდან აპრილამდე, ზამთრის სეზონის ყველაზე რთული პერიოდის განმავლობაში. სამწუხაროდ, შესაბამისი თანხების არარსებობის გამო, პროექტი ვერ განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.

პროექტის ბენეფიციართა რიცხვი ყოველწლიურად 35-დან 40-მდე ადამიანს შეადგენს. პროექტის ძირითადი დონორები უკვე 18 წლის განმავლობაში არიან წმ. ღვთისმშობლის ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მრევლი (სან-ხოსე, აშშ), რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრევლის ნაწილი და ადგილობრივი მრევლის ჯგუფი.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის პრაქტიკული ნაწილი, როგორც პრინციპში, ეკლესიის ყველა ჰუმანიტარული პროექტებისა, კერძოდ: საკვები პროდუქტების შეძენა, დახარისხება, მარტოხელა პენსიონერებისა და ინვალიდებისათვის მიტანა ხორციელდება ჩვენი მრევლის მოხალისეთა მიერ, რაც აძლიერებს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გრძნობას და ზრუნვას მოყვასზე, რომელსაც მატერიალურ დახმარებასთან ერთად, არანაკლებ ესაჭიროება სულიერი მხარდაჭერა, ნუგეში და ადამიანური ურთიერთობა.