ეკლესიის მშენებლობის წინაპირობები

წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში

მთავარი / ჩვენ შესახებ

ეკლესიის მშენებლობის წინაპირობები
წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში




საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ქალდეური წესის მრევლის რაოდენობა გაიზარდა, აგრეთვე იმატა სურვილმა მეტი ცოდნის მიღებისა აღმოსავლური ტრადიციების შესახებ.


ჩანაფიქრით წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია უნდა წარმოადგენდეს რელიგიურ-კულტურულ ცენტრს, ადგილს, სადაც სხვადასხვა ასაკის და კონფესიის ასირიელებს და ქალდეველებს ექნებათ თავშეყრის, სასულიერო და საერო დღესასწაულების აღნიშვნის, ღონისძიებების ჩატარების და, რა თქმა უნდა, აღმოსავლური რელიგიური ტრადიციების და მშობლიური კულტურის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა.


ჩვენი ერის, რომელიც მრავალი საუკუნეა უსამშობლოდ არსებობს, იდენტურობის შესანარჩუნებლად, მისი რელიგიური და ეთნიკური თვითმყოფადობის გასავითარებლად და ხალხის გასაერთიანებლად ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელმაც საქართველოში მცხოვრები ასირიელების არაერთი თაობის ოცნება რეალობად აქცია. ოცნება გვქონდეს საკუთარი სახლი, რელიგიის და კულტურის კერა.


სწორედ ჩამოთვლილი ფაქტორები იქცა წინაპირობად ეკლესიის მშენებლობისა. ეკლესიისა, რომელიც დააკმაყოფილებდა აღმოსავლური ხუროთმოძღვრების მოთხოვნებს და იქნებოდა მრავალფუნქციური: სამლოცველოთი, საკლასო ოთახებით, საბანკეტო, თეატრალური, საკონფერენციო დარბაზებით და სახელოსნოთი.