მისიის დაარსება

ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია საქართველოში

მთავარი / ჩვენ შესახებ

მისიის დაარსება
ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია საქართველოში




ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია საქართველოში დაარსდა 1995 წლის 3 მაისს, რაც შემდეგი მოვლენების შედეგად გახდა შესაძლებელი: საქართველოში მცხოვრებ ასირიელთა და ქალდეველთა წერილობითი მიმართვის საფუძველზე; საქართველოში წმინდა საყდრის დესპანის, მთავარეპისკოპოსის მონსენიორ ჟან-პოლ გობელის ხელმძღვანელობით; მისი უწმინდესობის ბაბილონის ქალდეველთა პატრიარქის მარ რაფაელ I ბიდავიდის და წმ. მოციქულ თომას სახელობის ქალდეური კათოლიკური ეპარქიის (აშშ) ეპისკოპოსის, მარ ავრაამ ავრაამის, მისიის მფარველის მისი დაარსების პირველივე დღიდან, გადაწყვეტილების თანახმად; აგრეთვე მამა ბენიამინ ბეთ-იადეგარის კეთილი ნებით.

მისიის მოღვაწეობა მიზნად ისახავდა ჩვენი ხალხის უძველესი ქრისტიანული ტრადიციების აღორძინებას, ხალხისა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, პოსტსაბჭოთა პერიოდის ყველა სირთულე განიცადა. სხვა ერების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში მცხოვრები ასირიელები და ქალდეველები უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ახალი სახელმწიფოს აღმშენებლობაში, თანაუგრძნობდნენ ახალგაზრდა რესპუბლიკას და მასთან ერთად განიცდიდნენ ქვეყნის აღორძინების გზაზე არსებულ, როგორც რთულ ასევე სასიხარულო მომენტებს.