საეკლესიო გუნდი

სასულიერო მოღვაწეობა

მთავარი / პროექტები

საეკლესიო გუნდი
სასულიერო მოღვაწეობა




პირველივე დღიდან დიდი ყურადღება ექცეოდა უძველესი აღმოსავლური საეკლესიო საგალობლების შესწავლას, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს ზეპირი ტრადიციის წყალობით.

ბევრი საგალობელი თარიღდება ჩვ. წელთაღრიცხვით III-IV საუკუნით, ეკლესიის მამებმა და რიგითმა მორწმუნეებმა შეძლეს ამ სიმდიდრის შენარჩუნება და ჩვენამდე მოტანა, ისინი საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ ამ საგანძურს.

1995 წელს შექმნილი საეკლესიო გუნდის რეპეტიციებს თვით მამა ბენიამინი ატარებდა. 1997 წლიდან საეკლესიო გუნდს ხელმძღვანელობს პროფესიონალი მუსიკოსი ილონა ბილიანოვა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა გუნდი განვითარდეს, შეიძინოს მეტი ოსტატობა და სულიერება, რაც აუცილებელია საეკლესიო საგალობლების შესრულებისას.

განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გუნდის შემადგენლობა მუდმივად განახლების პროცესშია. დღევანდელ დღეს გუნდში არიან ბავშვები, ვისი მშობლებიც 1995 წელს პირველები ეზიარნენ აღმოსავლური საგალობლების საგანძურს.

საეკლესიო გუნდში გალობენ მრევლის ორი, და თუ გავითვალისწინებთ 2009 წელს შექმნილ ქალთა და მამაკაცთა გუნდს, სამი თაობის წარმომადგენლები. 1995-2009 წლების განმავლობაში ასირიულ - ქალდეური საეკლესიო გუნდის მიერ ჩაიწერა უძველესი აღმოსავლური საგალობლების სამი CD და ერთი აუდიოკასეტა, ორჯერ მოეწყო კონცერტი წმ. ღვთისმშობლის ამაღლების კათედრალურ ტაძარში (თბილისი), ხოლო 2009 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სასიხარულო და ყველა ადგილობრივი ასირიელისათვის დიდი ხნის ნანატრ მოვლენას - წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევას.