ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბაბილონი”

საგანმანათლებლო მოღვაწეობა

მთავარი / პროექტები

ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბაბილონი”
საგანმანათლებლო მოღვაწეობა




წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია თბილისში მრავალფუნქციური შენობაა და მოიაზრება რელიგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად. ჩვენი დონორების დახმარებით ჩვენ შევძელით აღგვეჭურვა თეატრალური დარბაზი შესაბამისი აპარატურით, ამან მოგვცა საშუალება კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურებისა, რაც გულისხმობს: რელიგიური და ეროვნული დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას, ლექცია-სემინარების, გამოფენების (მათ შორის ჩვენი მრევლის ნამუშევრების) მოწყობას, სპექტაკლების დადგმას და ასე შემდეგ.

2015 წლის დეკემბერში შეიქმნა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ბაბილონი”, რომლის წევრებიც გახდნენ ჩვენი მრევლის ბავშვები და მოზარდები. ანსამბლი აზიარებს ბავშვებს ქართული და მსოფლიო ცეკვების ხელოვნებას, აგრეთვე ეროვნული მოტივებით შთაგონებული ქმნის ახალ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს.

მეცადინეობა ტარდება ორჯერ კვირაში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, პროექტის ბენეფიციარები არიან თბილისის, გარდაბნის და დაბა ძველი ქანდის ბავშვები. როგორც ეკლესიის ყველა სხვა პროექტში, აქაც სხვადასხვა რაიონის ბავშვები იკრიფებიან და ბევრ დროს ატარებენ ერთად, რადგან ჩვენი პროექტების მიზანია მრევლის გაძლიერება, მომავალი თაობის აღზრდა სიყვარულის, გულისხმიერების და ტოლერანტობის სულისკვეთებით. პარალელურად, ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ ეროვნული ცეკვების განვითარებას.

არსებობის 3 წლის განმავლობაში ანსამბლმა გარკვეულ დონეს მიაღწია, ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებსა, თუ ფესტივალებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ (ბულგარეთი და იტალია). წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა ვარსკვლავებს.