ფორმაციული შეხვედრები (ორპირი, ბაკურიანი)

სასულიერო მოღვაწეობა

მთავარი / პროექტები

ფორმაციული შეხვედრები (ორპირი, ბაკურიანი)
სასულიერო მოღვაწეობა




ყოველწლიურად ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიას გაჰყავს რამოდენიმე დღით ბავშვები და მოზარდები ორპირში (ქუთაისთან ახლოს), საქართველოში სამოციქულო ადმინისტრაციის მიერ შეძენილ სახლში, რომელიც განკუთვნილია საზაფხულო ბანაკებისათვის და შეხვედრებისთვის.

ერთად გატარებული დრო საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი მიზნებისათვის გამოიყენება. ორპირში პედაგოგების მიერ მომზადებული პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანია, ექსკურსიებიდან და ქუთაისის ღირშესანიშნაობების დათვალიერებიდან დაწყებული, ვიქტორინებით, საგანმანათლებლო თამაშებით, სხვადასვა ღონისძიებებით და ლექცია - სემინარებით დამთავრებული.

ყოველ დღე ბავშვებს და ახალგაზრდებს ეძლევათ გარკვეული თემა, რომელზეც ისინი დღის განმავლობაში მუშაობენ ინდივიდუალურად ან ჯგუფებში და შემდგომ აცნობენ თავიანთ მოსაზრებებს დანარჩენებს.

ეს მეთოდი ძალზედ ეფექტურია, ბავშვები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან დამოუკიდებელ აზროვნებას, დასკვნების გამოტანას, კითხვების დასმას, ერთმანეთის პატივისცემას და მოსმენას.

ყოველ ზაფხულს დაახლოებით 50-60 ბავშვი და ახალგაზრდა მიემგზავრება საზაფხულო ბანაკში ორპირში. იმავე მიზნით, შეძლებისდაგვარად, როგორც ზაფხულში ასევე ზამთარშიც მივემგზავრებით ბაკურიანშიც.