ვნების პარასკევი

დღესასწაულები და ხსოვნის დღეები

მთავარი / დღესასწაულები და ხსოვნის დღეები

ვნების პარასკევი
CHURCH FEASTS AND MEMORIAL DAYS / article



ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს ჯვრის გზა მორწუნეთა მეხსიერებაში აღადგენს მისი ტანჯვის ძირითად მომენტებს. მლოცველები მგლოვიარე ღვთისმშობელთან ერთად განიცდიან უფლის ტანჯვას და იესოს მიჰყვებიან ლოცვით გოგლგოთაზე. მსვლელობის დროს მლოცველები ჩერდებიან ყოველ შეჩერებასთან, მედიტირებენ და ადიდებენ მის უსაზღვრო სიყვარულსა და მსხვერპლს, გაღებულს კაცობრიობის გადასარჩენად.

წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირულ - ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, დიდი ხუთშაბათის ღვთისმსახურების შემდგომ ყველა ხატს ნიშნად მწუხარებისა ჩამოეფარება შავი ფერის ნაჭერი. ვნების პარასკევს ჯვრის გზა იწყება ლოცვით და მსვლელობით, რომელსაც წინ მღვდელმსახური მიუძღვის. ლოცვები, რომლებიც ქალდეური წესის თანახმად იგალობა, წარმოითქმის ყოველი თოთხმეტი შეჩერების წინ.

 

შეჩერება 1
იესოს უსჯიან სიკვდილს
შეჩერება 2
იესო იტვირთავს საკუთარ ჯვარს
შეჩერება 3
იესო პირველად ეცემა
შეჩერება 4
იესო ხვდება თავის მწუხარე დედას
შეჩერება 5
სიმონ კვირინელი ეხმარება იესოს ჯვრის ზიდვაში
შეჩერება 6
წმინდა ვერონიკე ოფლს სწმედს სახიდან იესოს
შეჩერება 7
იესო მეორედ ეცემა
შეჩერება 8
იესო ხვდება მასზე მგლოვიარე იერუსალემელ ქალებს
შეჩერება 9
იესო მესამედ ეცემა
შეჩერება 10
იესოს განაშიშვლებენ სამოსისაგან
შეჩერება 11
იესოს ალურსმავენ ჯვარზე
შეჩერება 12
იესო კვდება ჯვარზე
შეჩერება 13
იესოს გარდამოხსნიან ჯვრიდან
შეჩერება 14
იესოს დაასვენებენ სამარხში

 



საეკლესიო კალენდარი 2020


გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -