დიდი ხუთშაბათი

დღესასწაულები და ხსოვნის დღეები

მთავარი / დღესასწაულები და ხსოვნის დღეები

დიდი ხუთშაბათი
CHURCH FEASTS AND MEMORIAL DAYS / article



ვნების შვიდეულთა შორის დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებული ადგილი უკავია. დიდი ხუთშაბათი საიდუმლო სერობის დღესასწაულია. ამ დღეს უფალმა ევქარისტიის საიდუმლო დააწესა და ფეხთბანვის წესი დაადგინა.

იუდეველთათვის სხვადასხვა რიტუალებში მონაწილეობის წინ მიღებული იყო დაბანვა. საიდუმლო სერობის ჟამსაც იესო და მისი მოწაფეები ემზადებოდნენ წმინდა პასექისათვის.

წესისამებრ ტრაპეზამდე ყველას უნდა განებანა სხეული. როდესაც წმინდა ტრაპეზის მონაწილეები მიდიოდნენ ხოლმე დანიშნულ ადგილას, მათი ფეხები საჭიროებდა განბანვას, ამიტომ მსახურები, რომლებიც არ ღებულობდნენ მონაწილეობას წმინდა ტრაპეზში ბანდნენ სტუმრებს ფეხებს ნიშნად კაცთმოყვარეობისა და მორჩილებისა. როდესაც იესო მიუახლოვდა მოციქულ პეტრეს ნახევრად ჩაცმული მონის მსგავსად (მაცხოვარმა მოიძრო მოსასხამი) რათა განებანა მისი ფეხები, პეტრემ მას უარი უთხრა, მისთვის მიუღებელი იყო მიეცა მაცხოვრისთვის ნება, მისი ფეხების დაბანვისა, მაგრამ იესომ შეგნებულად აირჩია მსახურის პოზიცია და უთხრა პეტრეს: “თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი”.

ამ ეპიზოდში ქრისტიანული სწავლების ფუნდამენტალური აზრია გამოხატული: იყო ამ ქვეყნად მოყვასის, გაჭირვებულის და უმწეოს მსახური, მიუხედავად შენი მდგომარეობისა საზოგადოებაში.

წმ. მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში ფეხთბანვის წესი 24 წლის განმავლობაში სრულდება. ამ რიტუალის მონაწილეები ყველა ამ წლების განმავლობაში ჩვენი მრევლის სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები იყვენ. ფეხთბანვის წესის აღსრულების შემდგომ, რომელიც ევქარისტიული ლიტურგიის წინ სრულდება, მღვდელმსახური კოცნის რიტუალის მონაწილეებს ფეხზე, რითაც კურთხევას აძლევს მათ კეთილი საქმეებისათვის, რადგან ფეხი, რომლითაც გადაადგილდები, არის სიმბოლო თავმდაბლობისა, მოკრძალებისა და მსახურების მზადყოფნისა.



საეკლესიო კალენდარი 2020


გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -