ბავშვების კურთხევის ღვთისმსახურება

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ბავშვების კურთხევის ღვთისმსახურება
13.01.2019 / article / #church#events



წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში კეთილ ტრადიციად იქცა ბეთლემის წმინდა ჩვილების ჟლეტის ხსოვნის დღეს ბავშვთა კურთხევის ღვთისმსახურების აღვლენა. მრავალი წლის განმავლობაში, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის 100-მდე ბავშვი თბილისიდან, გარდაბნიდან და სოფელ ძველი ქანდიდან ღებულობენ ამ დღეს კურთხევას და წმინდა ზეთით ცხებას.

ეკლესიის მოძღვრის, ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეთ-იადეგარის და საკვირაო სკოლის პედაგოგების მიერ დიდი მუშაობა ტარდება, რათა ბავშვები და მოზარდები ეზიარონ ღვთისმსახურების ტრადიციებს და აღმოსავლურ საეკლესიო საგალობლებს, რომლებიც იღებენ თავის სადავეებს ქრისტიანობის გავრცელების პირველი საუკუნეებიდან.

წლიდან წლამდე ბავშვთა და მოზარდთა სულ უფრო მეტი რაოდენობა იღებს მონაწილეობას ღვთიმსახურებაში: ისინი გალობენ საეკლესიო გუნდში, ასრულებენ დიაკვნების მოვალეობებს, კითხულობენ ნაწყვეტებს წმინდა წერილიდან და ა.შ.

დიდი სიხარულით გვსურს ავღნიშნოთ, რომ 2019 წლის ბავშვთა კურთხევის ღვთისმსახურება განსაკუთრებით დაამახსოვრდა მრევლს იმით, რომ აბსოლუტურად ყველა საგალობელი ბავშთა საეკლესიო გუნდის მიერ იყო შესრულებული. თავიანთი არაჩვეულებრივი ხმებით ბავშვებმა უდიდესი სიამოვნება მიანიჭეს ეკლესიაში მყოფ მლოცველებს.

წირვა აღავლინა ჩვენთან სტუმრად მყოფმა წმინდა ქალდეური კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა მარ ფრანსის იუჰანა კალაბატმა (წმ. თომას ეპარქია, მიჩიგანი აშშ).







გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -