ერთი კვირა დღე თბილისის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ერთი კვირა დღე თბილისის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში
10.02.2019 / article / #church-school#events



ჩვენი ეკლესია არის მრავალფუნქციური შენობა, რომელიც ფუნქციონირებს როგორც რელიგიისა და კულტურის ცენტრი. აქ ტარდება გაკვეთილები სხვადასხვა საგნებში, რომლებიც მიზნად ისახავენ მრევლის განათლებას, კონსოლიდაციას და განვითარებას.

ყოველი კვირა დღე ჩვენს ეკლესიაში იწყება თანამედროვე არამეული ენის გაკვეთილით. არსებობს ენის შემსწავლელი 3 ასაკობრივი ჯგუფი. წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს საკვირაო სკოლის მოსწავლეები არიან თბილისის, გარდაბნისა და ძველი ქანდის სხვადასხვა ასაკის მრევლის წარმომადგენლები.

ჩვენთან დიდი ყურადღება ექცევა მშობლიური თანამედროვე არამეული ენის შესწავლას. ენისა, რომელზეც ძველი და ახალი აღთქმის ფრაგმენტებია დაწერილი და, რომელზეც ქადაგებდა ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე. ენის ცოდნა აუცილებელია ლოცვებისა და ღვთისმსახურების შესწავლისას, რადგანაც წირვა მიმდინარეობს არამეულ ენაზე.

საეკლესიო გუნდის რეპეტიციებზე ისწავლება ქალდეური წესის ღვთისმსახურების ლოცვები, რომლებლიც წირვის დროს იგალობა, და აგრეთვე 3-4 საუკუნის უძველესი აღმოსავლური საგალობლები. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მრევლი ჩადის ეკლესიის საბანკეტო დარბაზში, სადაც მყუდრო და ოჯახურ ვითარებაში მიირთმევს ჩაის და ტკბილეულს, უზიარებს ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და გამოცდილებას.

როგორც ვთქვით, რელიგიური პროგრამების გარდა ეკლესიაში საერო პროგრამებიც არსებობს. კერძოდ დღის მეორე ნახევარში ცეკვის გაკვეთილი იწყება. ბავშვები ეუფლებიან ქართული ცეკვის ხელოვნებას ასევე დგამენ ქორეოგრაფიულ სცენებსა და ნაციონალურ მოტივებზე შექმნილ კომპოზიციებს.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -