ბიბლიური შეხვედრები

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ბიბლიური შეხვედრები
09.03.2019 / article / #events#Bible-meetings



ბიბლიური შეხვედრები

ტრადიციისამებრ, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისიის დაარსების პირველ წლებში, ყოველ შაბათს ეკლესიაში ტარდება ბიბლიური შეხვედრები ახალგაზრდულ ჯგუფთან. შეხვედრებს ატარებს ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეთ-იადეგარი არაფორმალურ, მეგობრულ ატმოსფეროში.

შეხვედრის მონაწილეები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ ბიბლიური ტექსტების ანალიზით, ისინი თამამად განიხილავენ აქტუალურ საკითხებს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებას აღელვებს: რელიგია და თანამედროვეობა; ქრისტიანული სათნოების შენარჩუნება საზოგადოებაში, სადაც უამრავი სხვა იდეოლოგია, ცდუნება და ზეგავლენის რისკი არსებობს.

შეხვედრები ტარდება ლექცია-სემინარების სახით და ძალიან სასარგებლოა რელიგიური ცოდნის გაღრმავებისა და მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. ახალგაზრდები თავისუფლად გამოთქვავენ თავიანთ მოსაზრებებს რელიგიური საკითხების შესახებ, ასევე სწავლობენ სხვა ადამიანის აზრის პატივისცემას, თუნდაც ის ზოგჯერ რადიკალურად განსხვავდებოდეს მათი საკუთარისაგან, ეს ასწავლის მათ უფრო მგრძნობიარე და ტოლერანტულები იყვნენ როგორც ერთმანეთის, ასევე სხვა რელიგიებისა და ეროვნების წარმომადგენლების მიმართ.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -