ფსიქოლოგიის გაკვეთილები ბავშვებისთვის

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ფსიქოლოგიის გაკვეთილები ბავშვებისთვის
16.03.2019 / article / #church-school



მარ შიმონ ბარ საბაეს საეკლესიო სკოლაში, რომელიც დაარსებულ იქნა 2000 წ., მიუხედავად რელიგიური მიმართულებისა ყოველთვის ისწავლებოდა საერო საგნებიც, რაც აუცილებელია ჩვენი ბავშვების განვითარებისა და თანამედროვე საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციისთვის. ასე თანამედროვე არამეული ენის, საეკლესიო აღმოსავლური საგალობლებისა და რელიგიის ისტორის სწავლებასთან ერთად სხვადსხვა წლების სასკოლო პროგრამაში შედიოდა ქართული და ინგლისური ენების სწავლა და კომპიუტერული კურსები. 2018 წლიდან შემოღებულ იქნა ფსიქოლოგიის კურსი ბავშვთა და მოზარდთათვის.

ბავშვთა ფსიქოლოგია მჭიდრო კავშირშია კულტურის და ბავშვთა აღზრდის სფეროში მრავალ ასპეკტთან. ადრეულ ეტაპზე ფსიქოლოგის მუშაობა იწყება ბავშვის განვითარების დონის განსაზღვრით: მისი ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების, აღქმის უნარის, ხასიათის თავისებურებების გამოვლენით და ა.შ. ყველაფერი ეს ხდება თამაშებისა და საინტერესო ღონისძიებების სახით, რაც ბავშვისთვის ადვილი და მხიარული გასაკეთებელია, შედეგად კი, მისი მეხსიერების მოცულობა იზრდება ან ყურადღების კონცენტრაცია უმჯობესდება. ფსიქოლოგთან მუშაობა ეხმარება ჩვენს ბავშვებს განვითარებაში, რაც საეკლესიო სკოლის სხვა პედაგოგებსაც უადვილებს მათთან მუშაობას და ურთიერთობას.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -