პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი “კეთილი სამარიელი” გარდაბანში

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი “კეთილი სამარიელი” გარდაბანში
18.03.2019 / article / #gardabani



დიდი სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ კვირაში ჩვენ დავიწყეთ გარდაბანში პირველადი დახმარების პუნქტის “კეთილი სამარიელის” მშენებლობა.

პირველადი დახმარების პუნქტის მშენებლობის იდეა უშუალოდ დაბა გარდაბანში განპირობებული იყო იმით, რომ ასირიელთა კომპაქტურად დასახლების ადგილიდან უახლოესი სამედიცინო დაწესებულება საკმაოდ შორს მდებარეობს (უახლოეს საავადმყოფომდე 12 კილომეტრია), მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სოფელში ბევრს არ ჰყავს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება.

სამედიცინო ცენტრის არქიტექტურული გეგმა მოიცავს პაციენტების მისაღებ ოთახს და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას მათი საცხოვრებელი ადგილის უშუალო სიახლოვეს.

პროექტის მიზნები და ამოცანები:

სასწრაფო, გადაუდებელი, პირველადი დახმარების აღმოჩენა ტრავმების, დაზიანებების, მწვავე და ქრონიკული დაავადებების და მოწამვლის დროს;

თერაპიული მკურნალობის უზრუნველყოფა;

პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განხორციელება;

სანიტარულ-ჰიგიენური ცოდნის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.

სამედიცინო ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით, აგრეთვე პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად საჭირო მედიკამენტებით.

ღრმა მადლიერების გრძნობით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მუდმივ დონორებს, რომლებიც უკვე 25 წლის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენს ეკლესიაზე საქართველოში. ესენი არიან: მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მარ ფრანსის იუხანა კალაბათი ქალდეური კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი (წმ. მოციქულ თომას ეპარქია მიჩიგანში, აშშ) და მამა მანუელ ბოჯი “წმინდა მოწამეთა” სახელობის ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი (მიჩიგანი, აშშ).



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -