ეკლესიის ახალგაზრდული ჯგუფის ვიზიტი გარდაბანში

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ეკლესიის ახალგაზრდული ჯგუფის ვიზიტი გარდაბანში
30.03.2019 / article / #gardabani



ამ შაბათს, 30 მარტს, წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლებმა მოძღვართან ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეთ-იადეგართან ერთად მოინახულეს გარდაბანში პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი “კეთილი სამარიელი” და აგრეთვე მიწის ნაკვეთი, რომელზეც უახლოეს მომავალში დაგეგმილია ასირიულ-ქალდეური რელიგიური-კულტურული ცენტრის მშენებლობა.

რელიგიურ-კულტურული ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საკრებულოს კონსოლიდაციაში, ხალხის მშობლიურ კულტურასთან უკეთ გაცნობის საქმეში და აგრეთვე ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას თანამედროვე საზოგადოებაში. ცენტრში იგეგმება რელიგიური, ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების განხორციელება:

• საღმრთო ლიტურგიის და საეკლესიო საიდუმლოებების აღვლენა;

• საღმრთო ლიტურგიის წესის და აღმოსავლეთის ეკლესიის საგალობლების შესწავლა;

• ლექციების ჩატარება ბიბლიურ თემებზე;

• კატეხიზაცია (ბავშვთა და ახალგაზრდული ჯგუფები);

• მშობლიური ისტორიის შესწავლა;

• მშობლიური ენის შესწავლა;

• ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლა;

• ინგლისური ენის შესწავლა;

• მოწვეული სპეციალისტების ლექციები სოციალურ, სამედიცინო, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ საკითხებზე;

• თეატრალური სტუდიის დაარსება;

• ჯგუფების შექმნა უმცროსო კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო პროგრამის უკეთ ასათვისებლად;

• სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება;

• მოხალისეთა ჯგუფის ჩამოყალიბება ჰუმანიტარული საქმიანობისთვის და სხვა მრავალი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მრევლის გაერთიანებას და განვითარებას.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -