ბზობა
უფლის შესვლა იერუსალიმში

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ბზობა
უფლის შესვლა იერუსალიმში
14.04.2019 / article / #church-tbilisi#palm-sunday



ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს იესო ქრისტე სახედარზე მჯდომი შევიდა იერუსალიმში. მოსახლეობა დიდი სიხარულით და ზეიმით შეეგება მაცხოვარს, სიხარულის და პატივისცემის გამოსახატავად მას ფეხქვეშ პალმის ტოტებს უგებდნენ თან “ოსანას!” შესძახოდნენ, როგორც წესით მხოლოდ მეფეს მიმართავდნენ. უფლის შესვლა იერუსალიმში იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეების ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა.

წელს წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში თბილისისა და გარდაბნის მრევლმა ბზობის დღესასწაული 14 აპრილს იზეიმა. ღვთისმსახურების პროცესია დაიწყო მსვლელობით და საგალობლებით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ყოველ დღესასწაულზე ახალგაზრდა თაობა სულ უფრო აქტიურად ღებულობს მონაწილეობას წმინდა წირვის პროცესიაში. ბავშვები სიხარულით ეზიარებიან მშობლიურ კულტურას, რელიგიურ წესებს და აღმოსავლური ღვთისმსახურების უძველეს ტრადიციებს.











გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -