ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს ჯვრის გზა მორწუნეთა მეხსიერებაში აღადგენს მისი ტანჯვის ძირითად მომენტებს. მლოცველები მგლოვიარე ღვთისმშობელთან ერთად განიცდიან უფლის ტანჯვას და იესოს მიჰყვებიან ლოცვით გოგლგოთაზე. მსვლელობის დროს მლოცველები ჩერდებიან ყოველ შეჩერებასთან, მედიტირებენ და ადიდებენ მის უსაზღვრო სიყვარულსა და მსხვერპლს, გაღებულს კაცობრიობის გადასარჩენად.
წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირულ - ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, დიდი ხუთშაბათის ღვთისმსახურების შემდგომ ყველა ხატს ნიშნად მწუხარებისა ჩამოეფარება შავი ფერის ნაჭერი. ვნების პარასკევს ჯვრის გზა იწყება ლოცვით და მსვლელობით, რომელსაც წინ მღვდელმსახური მიუძღვის. ლოცვები, რომლებიც ქალდეური წესის თანახმად იგალობა, წარმოითქმის ყოველი თოთხმეტი შეჩერების წინ.