აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
21.04.2019 / article / #easter#church-tbilisi



აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული და წმინდა ისტორიის ცენტრალური მომენტია. წელს წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ - ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში აღდგომა ვიზეიმეთ 21 აპრილს.

ტრადიციისამებრ ღვთისმსახურება დაიწყო მსვლელობით, საგალობლებით, პასკების და კვერცხის კურთხევით. ღვთისმსახურების დასრულების და დამამთავრებელი ლოცვის შემდგომ მრევლი ჩავიდა ეკლესიის საბანკეტო დარბაზში და როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა აღნიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, დღესასწაული მარადიული სიცოცხლისა, უსაზღვრო სიყვარულისა და იმედისა.







გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -