კომიტასის დაბედებიდან 150 წლისდამი მიძღვნილი კონცერტი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

კომიტასის დაბედებიდან 150 წლისდამი მიძღვნილი კონცერტი
25.04.2019 / article / #events



2019 წლის 25 აპრილს თბილისში, წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ეკლესიაში, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერით შედგა სახელგანთქმული სომეხი მღვდელმსახურის, კომპოზიტორის, მუსიკათმცოდნეს, ფოლკოროსტის, მომღერლის და დირიჟორის კომიტასის (სოღომონ გევორქის ძე სოღომონიანი) დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი.

კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის «მაკარ ეკმალიან» მგალობელთა გუნდი, თბილისის ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მგალობელთა გუნდი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მგალობელთა გუნდი «ქორალი», ვანო სარაჯიშვილიის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

კონცერტს საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ:სომხეთის რესპუბლიკის საპატიო და სრულუბლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი რუბენ სადოიანი, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები.







გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -