24 წელი ჩვენთან ერთად

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

24 წელი ჩვენთან ერთად
03.05.2019 / article / #events#chorbishop-benyamin



დღეს, 2019 წლის 3 მაისს ზუსტად 24 წელი შესრულდა, იმ დღიდან რაც ჩვენი ძვირფასი და საყვარელი ქორეპისკოპოსის ბენიამინ ბეთ-იადეგარის ხელმძღვანელობით საქართველოში ასირიულ - ქალდეური კათოლიკური მისია დაარსდა და სწორედ ამ დღეს, და ეს ძალზედ სიმბოლურია, ჩვენი მრევლის მცირე ჯგუფი თბილისიდან და გარდაბნის მრევლის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ეკლესიის მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე გარდაბანში, რათა აკურთხონ ის ადგილი, სადაც ძალიან მალე დაიწყება ასირიულ-ქალდეური რელიგიურ-კულტურული ცენტრის მშენებლობა.

2019 წლის 3 მაისი იქნება დასაბამი ახალი, ულამაზესი ეტაპისა ჩვენი გარდაბნელი დების და ძმების ცხოვრებაში.

აბუნა ბენიამინ, ჩვენო ძვირფასო ადამიანო,

უღრმესი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ, რომ ყველა ეს წლები იყავით ჩვენთან ერთად და ცხოვრობდით ჩვენთვის!



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -