გამოცდები მარ შიმონ ბარ საბაეს საეკლესიო სკოლაში

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

გამოცდები მარ შიმონ ბარ საბაეს საეკლესიო სკოლაში
12.05.2019 / article / #church-school



დღეს, 2019 წლის 12 მაისს წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს საეკლესიო სკოლაში, რომელიც დაარსდა 2000 წელს, ხოლო 2010 წლიდან აგრძელებს თავის კეთილ ტრადიციებს წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, ორი უფროსი ჯგუფის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გამოცდა თანამედროვე არამეულ ენაში. საეკლესიო სკოლისა და მთლიანად ეკლესიის საგანმანათლებლო საქმიანობის წყალობით, ამ 24 წლის განმავლობაში ასირიელთა არაერთი თაობა ეზიარა მშობლიურ ენას და დამწერლობას.

აქვე გვსურს ავღნიშნოთ, რომ სკოლაში ვლინდება ბავშვების ნიჭი, მათი შესაძლებლობები და მიდრეკილებები, სწავლისადმი დამოკიდებულება, მათი პირადი თვისებები და ხასიათის თავისებურებები. სწორედ ნიჭიერი და მონდომებული ბავშვები ხდებიან მომავალში ეკლესიის საგანმანათლებლო პროექტების ბენეფიციარები, რა თქმა უნდა, აუცილებელ მოთხოვნად და პირობად რჩება მშობლიური არამეული ენის შესწავლა.

საეკლესიო სკოლის ამოცანა გარდა საგანმანათლებლო მოღვაწეობისა მდგომარეობს ბავშვების და ახალგაზრდების გაერთიანებასა და დაახლოებაში. სკოლა არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც ბავშვები ეუფლებიან ცოდნას, არამედ ადგილია, სადაც ისინი სწავლობენ მეგობრობას, სიყვარულს, ერთმანეთის პატივისცემას. ჩვენმა მოსწავლებმა გარდაბნიდან, ქანდიდად და თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ სწორედ ჩვენს სკოლაში და ეს ძალზედ სასიხარულოა, რადგანაც მრევლის მომავალი განვითარების გარანტია.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -