ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
02.06.2019 / article / #events



დღეს 2 ივნისს, წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში შედგა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში 60-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება 1 ივნისს. ცნობილია, რომ 1925 წელს, ზაფხულის პირველ დღეს, ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა ობოლ ბავშვებს და მოაწყო მათთვის ეროვნული დღესასაწაული.

პირველად მსოფლიოს ისტორიაში ბავშვთა დაცვის დღე ოფიციალურად აღინიშნა 1950 წლის 1 ივნისს. ამ ღონისძიების მიზანი იყო, რომ საზოგადოებას ყურადღება მიექცია გაჭირვებული ბავშვებისთვის, რადგან მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად თავიანთი პრობლემების გადაჭრა. უპირველეს ყოვლისა, ორგანიზატორებს უნდოდათ დაეცვათ ბავშვები შიმშილისა და ომისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ბავშვების უფლებების დაცვის სფეროში, სამწუხარაოდ, ჯერ კიდევ არსებობენ ბავშვები არაბავშვური პრობლემებით, ბავშვები რომლებიც იტანჯებიან შიმშილისაგან, სიცივისა და ომისაგან. დღევანდელ კონცერტზე ჩვენი პატარები, ყველა დატანჯული და ჩაგრული ბავშვის სახელით მოგვმართავენ თავიანთი სურვილებით და თხოვნებით ჩვენ, უფროსებს. შევისმინოთ მათი თხოვნები და გავიზიაროთ მათი ტკივილი, რადგან სწორედ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ჩვენი შვილების ბედნიერ, მშვიდობიან და უსაფრთხო ბავშვობაზე.





გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -