საზაფხულო ბანაკი ორპირში

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

საზაფხულო ბანაკი ორპირში
08.07.2019 / article / #events#orpiri



ყოველწლიურად ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიას გაჰყავს რამოდენიმე დღით ბავშვები და მოზარდები ორპირში (ქუთაისთან ახლოს), საქართველოში სამოციქულო ადმინისტრაციის მიერ შეძენილ სახლში, რომელიც განკუთვნილია საზაფხულო ბანაკებისათვის და შეხვედრებისთვის.

წელს 1-7 აგვისტომდე ჩვენმა პატარებმა (6 დან 13 წლამდე ასაკის 26 ბავშვმა) გარდაბნიდან და თბილისიდან დაისვენეს ორპირის სახლში.

ერთად გატარებული დრო საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი მიზნებისათვის გამოიყენება. ორპირისთვის მომზადებული პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანია — გარდა თამაშებისა, გართობისა და დისკოთეკებისა, ჩვენ ვაწყობთ ვიქტორინებს, საგანმანათლებლო თამაშებს, სხვადასვა ღონისძიებებს, ლექციებს, გუნდის რეპეტიციებს და ინგლისური ენის გაკვეთილებს.

ორპირის საზაფხულო ბანაკში გატარებული დრო აჩვევს ბავშვებს ადრეული ასაკიდან დამოუკიდებელ აზროვნებას, დასკვნების გამოტანას, ერთმანეთის პატივისცემას და გაგებას.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -