ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეთ-იადეგარის მღვდლად ხელდასხმის 25 წლის იუბილე

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეთ-იადეგარის მღვდლად ხელდასხმის 25 წლის იუბილე
15.09.2019 / article / #chorbishop-benyamin#events#church-tbilisi



ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეთ-იადეგარი დაიბადა ქალაქ ურმიაში (ირანი) 1963 წლის 16 დეკემბერს. 1982 წელს თეირანში ქალდეურ სასულიერო სემინარიაში შევიდა. 1986 წელს ირანსა და ერაყს შორის გაჩაღებული სამხედრო კონფლიქტის გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. სწავლა განაგრძო რომში (Pontificia Università Urbaniana).

1994 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, დეტროიტში წმ. მოციქულ თომას სახელობის ქალდეური კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსის, მარ ავრაამ ავრაამის მიერ. 1995 წლის მაისში ჩამოვიდა საქართველოში და დააარსა ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია.

მას შემდეგ, ჩვენი ძვირფასი აბუნა ემსახურება ჩვენს მრევლს, იზიარებს ჩვენს სიხარულს და მწუხარებას, გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვირწმუნოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, დავეხმაროთ ღარიბებს და, რაც არ უნდა მოხვდეს ცხოვრებაში, არ ვუღალატოთ ქრისტიანულ პრინციპებს - გულისხმირებას, სამართლიანობასა და შენდობას.

მადლობას გიხდით, ძვირფასო აბუნა, ჩვენო მოძღვარო, მამაო, ძმაო, მეგობარო და მასწავლებელო თქვენი თავგანწირვისა და თავდადებისთვის!




გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -