პირველადი სამედიცონო დახმარების პუნქტის “კეთილი სამარიტელის” გახსნა ქ.გარდაბანში

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

პირველადი სამედიცონო დახმარების პუნქტის “კეთილი სამარიტელის” გახსნა ქ.გარდაბანში
03.10.2019 / article / #gardabani#events



3 ოქტომბერს ქ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში (ბაქოს ქუჩა, 33) ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის ერთგული მრევლისა და ხელდასხმული დიაკვნის მოისეი ადამოვის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასმა“ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი გახსნა.

დაწესებულება „კეთილი სამარიტელის“ (შამრაია ტავა) სახელს ატარებს და აშენებულია საქართველოში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ - ქალდეური კათოლიკური ეკლესიის სახსრებით. ჩვენი ეკლესია აგრეთვე ამ პროექტის დონორია და უზრუნველყოფს პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ფინანსურ მხარეს. თვით მოისეი ადამოვი (განათლებით მედიკოსი) სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელი გახლავთ, ხოლო ლილი ავრო, რომელიც ჩვენი მრევლის წარმომადგენელია საქართველოს კარიტასის PSM პროგრამაში, - პროექტის კოორდინატორი.

პირველადი სამედიცინო პუნქტის“კეთილი სამარიტელის” გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური; საქართველოში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ - ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი და საქველმოქმედო ფონდ“საქართველოს კარიტასის” პრეზიდენტი ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეთ-იადეგარი; საქველმოქმედო ფონდ “საქართველოს კარიტასის” დირექტორი ქ-ნი ანაჰით მხოიანი; “საქართველოს კარიტასის” ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი ბ-ნი გაიოზ ყუბანეიშვილი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ოფიცერი ქ-ნი ია ადეიშვილი და პროგრამის თანამშრომლები; გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი რამაზ ბუდაღაშვილი და მისი მოადგილე ბ-ნი დუნიამალ გაჯიევი; გარდაბნის რეგიონალური ჰოსპიტალის მენეჯერი ბ-ნი რაშიდ მამედოვი, უფროსი მედდა ქ-ნი ნინო ცირდავა, სერვის-მენეჯერი ქ-ნი ირმა ჩუმაშვილი; გარდაბნის მე-4-ე საშუალო სკოლის დირექტორი ქ-ნი მაია ჩადუნელი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად; ქ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნოტარიუსი ქ-ნი სონია ხიალოვა, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

ცენტრის გახსნის მიზანია ხარისხიანი პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა რაიონიდან გაუსვლელად. ეს ძალზედ სასიხარულო და საამაყო პროექტია ჩვენი ეკლისიისათვის, რადგან ის ბევრ ადამიანს გაუწოდებს დახმარების ხელს და გაუადვილებს ყოფას.

ეს სასიხარულო მოვლენა ადგილობრივ საკრებულოსთან ერთად გაიზიარა საგანგებოდ ამ ღონისძიებისათვის თბილისიდან ჩამოსულმა ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მრევლის ნაწილმა. მათ აგრეთვე წმინდა საყდრის დესპანთან მონსენიორ ჟოზე აველინო ბეტანკურთან და ქორეპისკოპოს ბენიამინთან ერთად მოინახულეს ადგილი, სადაც უკვე მიმდინარეობს წმ. თომას ასირიულ-ქალდეური რელიგიურ-კულტურული ცენტრის მშენებლობა.





გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -