თბილისში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევის მეათე წლისთავი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

თბილისში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევის მეათე წლისთავი
13.10.2019 / article / #church-tbilisi#events#church



10 წელი, როგორც ერთი წამის გაელვება! წელს, 13 ოქტომბერს, თბილისში, მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, გაიმართა ღვთისმსახურება და სადღესასწაულო სადილი, რომელიც მიეძღვნა ჩვენი ეკლესიის კურთხევის მეათე წლისთავს. 10 წელი არც თუ ისე დიდი დროა, მაგრამ ჩამოთვლაც კი ძნელია იმდენი რამ გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში.

პერსპექტივაში ძალიან ბევრი პროექტი და იდეა გაგვაჩნია, მაგრამ უკვე დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია, როგორც რელიგიის და განათლების ცენტრი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრევლის გაერთიანების, მათი მშობლიური ენისა და კულტურისადმი დაახლოების საქმეში, ამავდროულად ხელს უწყობს ასირიელთა ინტეგრაციას თანამედროვე საზოგადოებაში.

დღესასწაულზე საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ჟოზე აველინო ბეტანკური და საქველმოქმედო ფონდ “საქართველოს კარიტასის” დირექტორი ქ-ნი ანაჰით მხოიანი.

ძვირფასო მრევლო! გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს! გილოცავთ ყველას! მათ, ვინც დღეს ჩვენთან არის და მათაც, ვინც ვერ მოესწრო ამ სასიხარულო მოვლენას, მაგრამ ჩვენთვის და ჩვენი კეთილი საქმეებისთვის ლოცულობს ზეციდან!

ჩვენ ასევე ვულოცავთ ჩვენს ძვირფას აბუნა ბენიამინ ბეთ-იადეგარს ქორეპისკოპოსად ხელდასხმის მეათე წლისთავს!
აბუნა, უსაზღვრო და გულითადი მადლობა ჩვენგან ამ რთული წლებისათვის და შენი თავდაუზოგავი შრომისთვის!





გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -