“საქართველოს კარიტასის” მოღვაწეობის 25 წლის იუბილე

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

“საქართველოს კარიტასის” მოღვაწეობის 25 წლის იუბილე
04.11.2019 / article / #events#caritas



საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ოფიციალურად 1994 წლის 3 ნოემბერს, კათოლიკურმა ეკლესიამ დაარსა. თუმცა, მისი მოხალისეობრივი საქმიანობა 1993 წლიდან იწყება. საქართველოს კარიტასი 1998 წლიდან არის „კარიტას ევროპას” (Caritas Europa) და „კარიტას ინტერნაციონალისის” (Caritas Internationalis) მსოფლიო კონფედერაციის წევრი. საერთაშორისო კარიტასი შედგება 160 წევრისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეხმარებიან გასაჭირში მყოფ ადამიანებს.

საქართველოს კარიტასმა დაარსების დღიდან მრავალი პროექტი განახორციელა და დღესაც ახორციელებს, რათა დაეხმაროს ყველაზე მოწყვლად, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა.

ამა წლის 4 ნოემბერს თბილისში ჩატარდა რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც მიეძღვნა ამ ღირშესანიშნავ თარიღს. ჩატარდა ღვთაებრივი ლიტურგია წმ. ქალწულ მარიამის ამაღლების კათედრალურ ტაძარში სამი კათოლიკური წესის (ქალდეური, ლათინური და სომხური) მონაწილეობით. შემდგომ შედგა საქართველოს კარიტასის თანამშრომლების შეხვედრა კათოლიკური საკრებულოების წარმომადგენლებთან, დონორებთან, მოწვეულ სტუმრებთან, სახელმწიფო სტრუქტურების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საზეიმო განწყობა დასრულდა ვახშამით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ჩვენ ქვეყანაში სიკეთის და გულმოწყალების 25 წლის იუბილეს!





გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -