შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვარისა ჩვენისა იესო ქრისტესი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვარისა ჩვენისა იესო ქრისტესი
24.12.2019 / article / #christmas#church-tbilisi



24 დეკემბრის საღამოს, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შობის დამდეგს, წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა ღვთისმსახურება, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი მრევლის წარმომადგენლები თბილისიდან, გარდაბნიდან და დაბა ძველი ქანდიდან.

ქრისტეშობა ერთ - ერთი ყველაზე უდიდესი და უსაყვარელი დღესასწაულია ყველა მორწმუნეთათვის. ამ დღეს სრულიად ეკლესიამ სიხარულით აღნიშნა მაცხოვრის შობა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს დღესასწაული არ დარჩეს მხოლოდ კარგ, ლამაზ ტრადიციად, სიკეთის ეპიზოდად ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც სასიამოვნო ემოციურ ფონს ქვიქმნის წინასაახალწლო დღეებში. იესო ყოველდღე უნდა იბადებოდეს ჩვენს გულებში, ჩვენს ფიქრებში და ვლინდებოდეს ჩვენს საქციელში, მხოლოდ მაშინ შეისხამს ხორც ღმრთის სიტყვა და განხორციელდება მისი სურვილი - შობა ნათლისა, იმედისა და სიყვარულისა ყოველ ჩვენთაგანში.

ღვთისმსახურების შემდეგ, მთელი მრევლი, ტრადიციისამებრ, ეკლესიის საბანკეტო დარბაზში ჩავიდა და ყველამ ერთად აღვნიშნეთ ეს ულამაზესი დღესასწაული. მივირთვით ტრადიციული ასირიული კერძი „ჰარისა“ და გავატარეთ დრო თბილ, ოჯახურ ატმოსფეროში.





გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -