საახალწლო დღესასწაული ბავშვებისთვის

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

საახალწლო დღესასწაული ბავშვებისთვის
04.01.2020 / article / #events#church-tbilisi



2020 წლის 4 იანვარს, ტრადიციისამებრ, წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ რელიგიურ-კულტურულ ცენტრში ჩატარდა საახალწლო დღესასწაული ბავშვებისთვის, რომელსაც დაესწრნენ ჩვენი პატარები თბილისიდან, გარდაბნიდან და დაბა ძველი ქანდიდან.

ჩვენი ბავშვები, ლამაზ საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილები, მღეროდნენ სადღესასწაულო სიმღერებს მშობლიურ არამეულ ენაზე, კითხულობდნენ ლექსებს, ცეკვავდნენ, თამაშობდნენ და მონაწილეობდნენ გასართობ კონკურსებში მათთან სტუმრად მოსულ საყვარელ ზღაპრულ პერსონაჟებთან ერთად, რომელშიც, სპეციალურად ბავშვების გულის გასახარად, ეკლესიის ახალგაზრდული ჯგუფის მოხალისეები გარდაისახნენ. ყველა მონაწილემ გამოავლინა თავისი არტისტული ნიჭი, შემოქმედებითი უნარები და ორგანიზაციული შესაძლებლობები.

უდავოდ, თოვლის ბაბუასთან შეხვედრა და საახალწლო საჩუქრების მიღება გახდა ბავშვებისათვის დღესასწაულის აპოთეოზი. ბავშვებსა და უფროსებს შობა-ახალი წელი მიულოცა ქორეპისკოპოსმა, ბენიამინ ბეთ-იადგარმა. მან უსურვა დამსწრეებს ყოველივე სასიხარულო და სასიკეთო ახალ 2020 წელს.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -