ბავშვების კურთხევის ღვთისმსახურება

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ბავშვების კურთხევის ღვთისმსახურება
12.01.2020 / article / #events#church-tbilisi



ამა წლის 12 იანვარს, ტრადიციისამებრ, წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა ღვთისმსახურება, რომელზეც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებმა თბილისიდან, გარდაბნიდან და სოფელ ძველი ქანდიდან მიიღეს კურთხევა და წმინდა ზეთით ცხება.

წლიდან წლამდე ბავშვთა და მოზარდთა სულ უფრო მეტი რაოდენობა იღებს მონაწილეობას ღვთიმსახურებაში: ისინი გალობენ საეკლესიო გუნდში, ასრულებენ დიაკვნების მოვალეობებს, კითხულობენ ნაწყვეტებს წმინდა წერილიდან, რითაც ეცნობიან და ეზიარებიან მშობლიურ კულტურას და უძველეს რელიგიურ ტრადიციებს.

ღვთისმსახურების შემდეგ, მთელი მრევლი, ეკლესიის საბანკეტო დარბაზში ჩავიდა და ყველამ ერთად აღვნიშნეთ ეს ულამაზესი, საბავშო დღესასწაული, რომელიც უკვე კეთილ ტრადიციად იქცა ჩვენს ეკლესიაში. რაც მთავარია, ბავშვებმა იხალისეს და იმხიარულეს მათთან სტუმრად მოსულ საყვარელ ზღაპრულ პერსონაჟებთან ერთად, რომელშიც, სპეციალურად ბავშვების გულის გასახარად, ეკლესიის ახალგაზრდული ჯგუფის მოხალისეები გარდაისახნენ.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -