ზამთრის ბანაკი ბაკურიანში ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ზამთრის ბანაკი ბაკურიანში ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად
17.01.2020 / article / #bakuriani



ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში 20 წელზე მეტია აწყობს საზაფხულო და ზამთრის ბანაკებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. წელს 13-დან 17 იანვრამდე, ჩვენ გვქონდა მშვენიერი შესაძლებლობა მოგვეწყო ზამთრის ბანაკი ბაკურიანში საეკლესიო ჯგუფისთვის, რომელიც შედგებოდა ქ. თბილისის, გარდაბნის და დაბა ძველი ქანდის 40 ახალგაზრდისაგან.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, თუ რამდენად ღირებული შეიძლება იყოს ბანაკ შ ი ყოფნა და დროის ერთად გატარება, და რაოდენ დადებითი ზეგავლენა შეუძლია ამან მოახდინოს ახალგაზრდების განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე. ზოგადად ბანაკებში ყოფნა და სხვა არაფორმალური საგანმანათლებლო საქმიანობა (ინტელექტუალური თამაშები, დისკუსიები პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის პრობლემებ ზე) სძენს ახალგაზრდებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს.

ეს უნარები აუმჯობესებს ნებისმიერი ადამიანის განვითარების სოციალურ და ემოციურ კომპონენტებს, რაც მას უფრო მომზადებულს ხდის, როგორც დამოუკიდებელი, ისე კოლექტიური საქმიანობისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ეკლესიას სიხარულის, მეგობრობის და სიყვარულის დღესასწაულისთვის.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -