100 ოჯახის საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის პროექტი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

100 ოჯახის საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის პროექტი
01.02.2020 / article / #projects



საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის არსებობის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ არაერთი ჰუმანიტარული პროექტი (კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებების, სასკოლო ნივთების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სახით). ეს პროექტები ატარაბდნენ როგორც ერთჯერად, ასევე მრავალჯერად ხასიათს.

კონკრეტულად ამ პროექტის შექმნის საჭიროება წარმოიშვა ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც პირველ რიგში, აისახება მოსახლეობის ყველაზე დაუცველ და მოწყვლად ფენაზე, კერძოდ პენსიონერებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე და ა.შ.

ეს პროექტი მასშტაბურია, იგი მოიცავს ქ. თბილისის, გარდაბნის, რუსთავის, დაბა ძველი ქანდის 100 ოჯახს და უზრუნველყოფს მათ საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით. პროექტი უკვე დაიწყო და 4 თვე გაგრძელდება.

აქვე გვსურს გულწრფელი და უსაზღვრო მადლობა გადავუხადოთ ამ პროექტის დონორებს, ჩვენს ძვირფას მამა მანუელ ბოჯის, წმინდა წამებულების სახელობის ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მოძღვარს დეტროიტში, ბ-ნ რონი ბოჯის და ქ-ნ მელოდი ბოჯის, მათი გულითადი ზრუნვისათვის იმ ადამიანებზე, რომლებიც ასე შორს იმყოფებიან მათგან ტერიტორიულად, მაგრამ ყოველთვის სუფევენ მათ გულებში, აზრებსა თუ ქმედებებში.

ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მარ ფრანსის კალაბატს, დეტროიტში წმ. მოციქულ თომას სახელობის ქალდეური კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსს, იმის გამო, რომ სწორედ დეტროიტის ეპარქიას, დღიდან მისიის დაფუძნებისა და თბილისში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევის შემდეგაც, აკისრია პასუხისმგებლობა ჩვენი მრევლის კეთილდღეობაზე.

უდიდესი მადლიერების გრძნობით გვსურს გადავუხადოთ მადლობა ჩვენს საყვარელ აბუნა ბენიამინ ბეტ-იადგარს, სწორედ ხალხისადმი მისი ზრუნვის და მამობრივი სიყვარულის დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ტკივილი, გასაჭირი, პრობლემები და სირთულეები ჩვენს ძვირფას დონორებს ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვთ.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -