პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარები

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარები
23.02.2020 / article / #events



თბილისში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის ინიციატივით, თებერვლის ბოლოდან დაგეგმილია ლექციების კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაცნობას პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ზოგად პრინციპებთან. პირველადი დახმარება არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია დაზარალებულის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის აღდგენასა და შენარჩუნებისკენ. პირველადი დახმარება დაზარალებულს მის გვერდით მყოფმა უნდა გაუწიოს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, დაზარალებულმა თავის თავს სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე.

პირველადი დახმარების სწორად გაწევის ცოდნა არის ელემენტარული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი უნარი. საგანგებო სიტუაციაში მას შეუძლია სხვისი სიცოცხლის გადარჩენა. პირველი ლექცია პირველადი დახმარების შესახებ ჩატარდა 23 თებერვალს ეკლესიის მცირე საკონფერენციო დარბაზში და ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ბევრმა არ იცოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო შესაბამისი დახმარების გაწევის დროს.

ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს ძვირფას ავთანდილ ბარიკიანს, რომელმაც პირველადი დახმარების გაწევის ელემენტარული წესები გაგვაცნო, ასევე გვსურს ვისარგებლოდ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ ბატონ გაიოზ ყუბანეიშვილს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერს, სამედიცინო მანეკენების, როგორც ვიზუალური საშუალებების მოწოდებისთვის.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -