ლოცვა "მამაო ჩვენო"

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ლოცვა "მამაო ჩვენო"
25.03.2020 / article / #events



რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოს ყველა ქრისტიანს მოუწოდა, ოთხშაბათს, 25 მარტს, შუადღისას აღავლინონ ლოცვა „მამაო ჩვენო“.

მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთიანობის ნიშნად, დღეს თბილისში, წმინდა ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში, ქრისტიანული აღმსარებლობის ხელმძღვანელებმა წარმოსთქვეს ლოცვა „მამაო ჩვენო“. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოს მთავრობის ნორმებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ლოცვას ესწრებოდნენ მხოლოდ სასულიერო პირები.

ძვირფასო მრევლო! ჩვენ ყველას მოგიწოდებთ, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დაიცვათ საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები და რეკომენდაციები, მხოლოდ ჩვენი თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ქვეყნის წინაშე შეაჩერებს ვირუსს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!




გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -