სულთმოფენობის დღესასწაული

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

სულთმოფენობის დღესასწაული
31.05.2020 / article / #church-tbilisi/events



ჩემო ძვირფასო მრევლო! უსაზღვროდ გვიხარია თქვენი ნახვა სამთვიანი კარანტინის შემდეგ. მოხარულნი ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს კვლავ შევიკრიბოთ ერთად და აღვავლინოთ ლოცვა უფლისადმი. ეს თვეები რთული იყო ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით ვყოფილიყავით ერთიანი ეკლესია და არ დაგვიწყებოდა ჩვენი საკრებულოს წევრებზე ზრუნვა, იქნებოდა ეს ფინანსური, მორალური თუ სულიერი მხარდაჭერა. ამ პერიოდში ღვთაებრივი ლიტურგიის ონლაინ ტრანსლაციამ გააძლიერა ჩვენი სულიერი კავშირი თქვენთან და შესაძლებელი გახადა ლოცვაში წმინდა საიდუმლოებთან თანაზიარება.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოესი თვეები არ იქნება ჩვეული და ლაღი, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში არსებული რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესრულებით, უახლოეს მომავალში შევძლებთ შევიკრიბოთ ყველანი ერთად ჩვენს თბილ და ნანატრ სახლში-უფლის სახლში. კიდევ ერთხელ გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, უფალმა დაგლოცოთ.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -