ნეტარი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ნეტარი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული
16.08.2020 / article / #church-tbilisi#events#liturgy



კვირას აღვნიშნავთ ნეტარი ღვთისმშობლის მიძინების უდიდეს დღესასწაულს, რა თქმა უნდა, არა ისე როგორც წინა წლებში, რადგან ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება დღესასწაულების ეკლესიის საბანკეტო დარბაზში აღნიშვნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ, თბილისისა და გარდაბნის მრევლს გვაქვს არაჩვეულებრივი საშუალება ერთად შევიკრიბოთ, ვილოცოთ, ვიურთიერთოთ, გაუზიაროთ ერთმანეთს დარდი თუ სიხარული. კარანტინის დროს მიღებულმა გამოცდილებამ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანთა კომუნიკაცია და ზოგადად ურთიერთობა, ნებისმიერი პიროვნების ცხოვრებაში. ამიტომ, მოხარულნი ვართ, რომ შეცვლილი ფორმატით, მაგრამ მაინც, ერთად აღვავლენთ ლოცვას და აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ნათელ დღესასწაულს.

წელს, აგრეთვე მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურმა კათოლიკურმა ეკლესიამ მრევლის წარმომადგენლებთან ერთად, რამოდენიმე ცხვარი შესწირა ნეტარი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისთვის. მსხვერპლი ღვთაებრივი ლიტურგიის შემდგომ დაურიგდა მოწყვლად მრევლს.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -