თბილისში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევის მე-11 წლისთავი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

თბილისში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევის მე-11 წლისთავი
18.10.2020 / article / #church-tbilisi#events



თბილისში 2009 წლის 17 ოქტომბერს შემდგარი მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევა ერთ – ერთი იმ მოვლენათაგანია, რომელიც გაზვიადების გარეშე ოქროს ასოებით შევა საუკუნეების განმავლობაში საქართველოში მცხოვრებ ასირიელთა მატიანეში.

ადგილობრივი მრევლისთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი და ემოციებით აღსავსე იყო, ბევრს სიხარულის ცრემლიც მოერია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ასურელთა არაერთი თაობის წარმომადგენელი სულმოუთქმელად ელოდა ამ მოვლენას. ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე მყოფ ასურელთა წინაპრები; რომლებიც თავის დროზე იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ისტორიული სამშობლო, რათა თავი დაეღწიათ დევნისგან, ძნელად თუ წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე, სამშობლოდან ასე შორს, მათ შთამომავლებს საკუთარი ტაძარი და კულტურული ცენტრი ექნებოდათ.

ყველას ვულოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს, ასევე ვულოცავთ ჩვენს ძვირფას აბუნა ბენიამინ ბეთ-იადეგარს ქორეპისკოპოსად კურთხევის მე -11 წლისთავს. ვუსურვებთ მას დღეგრძელობას და ქედს ვიხრით მის წინაშე იმ რთული წლებისთვის, რომლებიც მან ჩვენთან ერთად გამოიარე და დღესაც აგრძელებ მოღვაწეობას ჩვენთვის და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის.




გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -