მარ შიმონ ბარ საბაეს საკვირაო სკოლაში სასწავლო პროცესისა და ახალგაზრდებისათვის ბიბლიური შეხვედრების განახლება

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

მარ შიმონ ბარ საბაეს საკვირაო სკოლაში სასწავლო პროცესისა და ახალგაზრდებისათვის ბიბლიური შეხვედრების განახლება
25.10.2020 / article / #church-tbilisi#church-school



ხანგრძლივი შესვენების შემდგომ, რომელიც გამოწვეული იყო პანდეემიით, მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ბიბლიური შეხვედრები ახალგაზრდებისთვის და გაკვეთილები მარ შიმონ ბარ საბაეს საკვირაო სკოლაში განახლდა. ბიბლიური შეხვედრები ტარდება ქ.თბილისისა და გარდაბნის ახალგაზდრებისათვის ლექცია-სემინარების სახით და ძალიან სასარგებლოა რელიგიური ცოდნის გაღრმავებისა და მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის.  შეხვედრებს ატარებს ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეთ-იადეგარი არაფორმალურ, მეგობრულ ატმოსფეროში. 

შეხვედრები და თანამედროვე არამეული ენის გაკვეთილები ქ. თბილისის და გარდაბნის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების მოსწავლეებისთვის ჩატარდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგულაციებისა და რჩევების გათვალისწინებით. უმცროსი ჯგუფი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

სასკოლო პროცესის დაწყებებასთან ერთად, აღდგა აგრეთვე გუნდის რეპეტიციებიც. ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოში ცხოვრება თანდათანობით დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -