ამ წელს შეიცვალა კომუნიკაციის ფორმა, მაგრამ არ შეცვლილა ჩვენი ერთად ყოფნისა და ერთამნეთის გახარების სურვილი. საახალწლოდ ჩვენ არ შეგვეძლო არ გაგვეხარებინა ჩვენი პატარები. რა თქმა უნდა, ტრადიციული ნაძვის ხე, ცეკვები, ჟრიამული და გართობა, რომლებიც ჩვენს ეკლესიაში ტარდებოდა, წელს Covid-19–ის გამო გაუქმებულია, მაგრამ ბავშვები აუცილებლად მიიღებენ საჩუქრებს და ვფიქრობთ, რომ წელს ეს საჩუქრები იქნება, როგორც არასდროს, ტკბილი.
ამაზე იზრუნეს ჩვენმა ძვირფასმა დონორებმა - ასირიელებმა აშშ-დან და საქველმოქმედო ფონდმა "საქართელოს კარიტას"-მა.