დიდმარხვის დასაწყისი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

დიდმარხვის დასაწყისი
14.02.2021 / article / #church-tbilisi



14 თებერვალს მრევლის თანდასწრებით აღევლინა საღმრთო ლიტურგია, პარალელურად მიმდინარეობდა ონლაინ მაუწყებლობა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ დაიწყო დიდი მარხვა, რომელიც 50 დღეს გრძელდება.

დიდმარხვის შვიდი კვირის განმავლობაში ქორეპისკოპოს ბენიამინის ქადაგებები მიეძღვნება პიროვნულ თვითგანვითარებას, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ამოცანას ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში - ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა, იმისთვის, რომ რწმენის ჩვენეული აღთქმა და პრინციპები ემთხვეოდეს იესო ქრისტეს მცნებებს და არ იყოს ჩვენს მიერ შექმნილი ტრადიციები და ჩვენი საკუთარი რწმენა, რომელიც ხშირად საღვთო წერილის გზავნილთან მოდის წინააღმდეგობაში.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქორეპისკოპოს ბენიამინმა ხელდასხმულ დიაკვნებს 2020 წელს მინსკში გამოცემული რელიგიური წიგნები გადასცა, კერძოდ: «იერუსალიმის ბიბლია თანამედროვე არამეულ ენაზე» და «წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლენი». ბიბლია ასევე გადაეცა ყველას, ვინც 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე მიიღო მონაწილეობა წიგნებზე მუშაობის პროცესში.

ეს წიგნები ჩვენი ეკლესიის მრავალწლიანი ურთულესი შრომის ნაყოფია და მიზნად ისახავს შეუნარჩუნოს მომავალ თაობებს წმინდა წერილი მშობლიურ ენაზე.





გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -